მთავარისიახლეებირუსეთი არის პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის – ურსულა ფონ დერ ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთის ქცევა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ არის ყველაზე დიდი საფრთხე გლობალური სტაბილურობისთვის.

“[რუსეთი] დღეს არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომით, მისი შემაშფოთებელი შეთანხმებით ჩინეთთან და მათი მოწოდებით ახალი, ძალიან თვითნებური საერთაშორისო ურთიერთობებისკენ”, – განაცხადა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ფონ დერ ლაიენი ტოკიოში იმყოფებიან ევროკავშირ-იაპონიის 28-ე სამიტზე.

მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლობა უკრაინის საკითხზე ევროპაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია წყნარ ოკეანეში. მისივე თქმით, ის ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს.

ფონ დერ ლაიენთან და მიშელთან ერთად საუბრისას იაპონიის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არღვევს მთელი საერთაშორისო წესრიგის საფუძველს, არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიისთვისაც და ამის პატიება ვერ მოხდება.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...