მთავარისიახლეებიპირადი ექიმი უნდა შევიდეს, ეს დაქვემდებარებული იქნება "ვივა მედში" არსებულ წესებს -...

პირადი ექიმი უნდა შევიდეს, ეს დაქვემდებარებული იქნება “ვივა მედში” არსებულ წესებს – გიული ალასანია

Published on

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოთხოვნა საავადმყოფოში პირადი ექიმისა და ალტერნატიული კონსილიუმის დაშვებაზე ულტიმატუმი არაა და ამ ფორმით მკურნალობის პროცესის გაკონტროლება მოხდება, რომ ის პირადი ექიმის გეგმის მიხედვით წარიმართოს.

“იმის შესაძლებლობა მაინც უნდა იყოს, რომ ოჯახის ექიმი, პირადი ექიმი უნდა შევიდეს და ნუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაქვემდებარებული იქნება იმ წესებს, რომელიც არსებობს საავადმყოფოში, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ 24 საათი იქ უნდა ვიყოთ.

გაუარესება, ეს ყოველ ჯერზე ასე ხდებოდა, ცოტ-ცოტა თითქოს რაღაც, მაგრამ ეს ცოტ-ცოტა იცით რა არის, ერთ წუთში შეიძლება გაქრეს ყველაფერი, ასეთი მდგომარეობაა, მე ვერაფერს ზუსტად ვერ ვიტყვი, არ არის ჩემი პროფესია, ვინც იცის, ვისი პროფესიაცაა ისინიც ვერაფერს ზუსტად ვერ ამბობენ, იმიტომ, რომ რეალურად, არ გასინჯულა ავადმყოფი ისე, როგორც საჭირო იყო”, – ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აშშ-დან გუშინ დაბრუნდა და მზადაა მკურნალობის პროცესში ჩაერთოს. ის ითხოვს, “ვივა მედში” გადაყვანის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ჰქონდეს.

ყიფშიძე ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი კლინიკაში გადაყვანა.

“ვივა მედში გადაყვანას, მარტო მივესალმები. სიტყვა ულტიმატუმი, ავადმყოფობა და ავადმყოფი ერთმანეთს არ შეესაბამება, არც ერთ ავადმყოფს ულტიმატუმის მიცემა არ შეუძლია, მითუმეტეს მთავრობის მისამართით, ეს იყო თხოვნა”, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

იუსტიციის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...