მთავარისიახლეებიუცნობია "ვივა მედს" თუ გააჩნია რესურსი, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის სწორ დიაგნოსტიკასა...

უცნობია “ვივა მედს” თუ გააჩნია რესურსი, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილის სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას – ჯიშკარიანი

Published on

“ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მათთვის უცნობია კლინიკა “ვივა მედის” რესურსები და შესაძლებელია თუ არა იქ მესამე პრეზიდენტის სწორი მკურნალობა. ჯიშკარიანი ამბობს, რომ გადაყვანის შეთავაზებაზე გადაწყვეტილება თვითონ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს.

“ჩვენთვის უცნობია კლინიკა ვივა მედს თუ გააჩნია იმდაგვარი რესურსი, რომელიც ახლა სჭირდება მიხეილ სააკაშვილის სწორ დიაგნოსტიკას და შემდგომში სწორ მკურნალობას. ჩვენს მიერ რეკომენდებულია მაღალტექნოლოგიური კვლევები, ისეთი როგორიცაა, თავის ტვინის MRT კვლევა, ზურგის ტვინის MRT კვლევა და კატეს სკრინინგი კონტრასტით. ამდაგვარი კვლევების საშუალება თუ აქვს ვივა მედს ჩემთვის უცნობია და ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ იქ მოხდება დიაგნოსტიკა სწორად და წარიმართება მკურნალობა სწორად. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას იღებს თვითონ მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა დღეს თქვა, რომ პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანა არ ხდება. უწყება მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” გადაყვანასა და კვლევების ჩატარებას სთავაზობს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...