მთავარისიახლეებიმოსამართლემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 24 მაისისთვის გადადო

მოსამართლემ ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი 24 მაისისთვის გადადო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დასრულდა. დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა, რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან “ემპათიას” ექსპერტებს შესვლის საშუალება მისცემოდათ. კოჭლამაზაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად რომელიმე ექსპერტთან გასაუბრება სჭირდებოდა.

სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარიამ ჯიშკარიანი ადგილზე მივიდოდა, თუმცა მოულოდნელად კოჭლამაზაშვილმა პროცესი გადადო.

დაცვის მხარემ წარადგინა მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის წერს, რომ ადვოკატებს პროცესზე წარედგინათ შუამდგომლობები, თუმცა უშუალოდ მტკიცებულებების განხილვა არ მომხდარიყო. პარალელურად, მოსამართლემ წარადგინა პენიტენციური სამსახურის დოკუმენტი, სადაც იყო ზოგადი განმარტება და მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა, რომ ის თანახმა იყო გამართულიყო დღევანდელი პროცესი.

სწორედ ამ მიზეზით, მოსამართლემ დაცვის მხარეს უთხრა, რომ “ჩამოყალიბებულები არ იყვნენ”.

“აშკარად გამოჩნდა, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო, რომ თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა და გადაედო პროცესი. ისე გაიქცა ოთახიდან წესიერად არც უთქვამს მიზეზი პროცესის გადადების, აშკარად გამოჩნდა, რომ როგორც ჩანს ბადრი კოჭლამაზაშვილი სხდომათა დარბაზიდან გასაქცევად მომზადებული იყო”, – თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...