“ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის სტაბილურობაზე სასაცილოა. მისი თქმით, არარელევანტურია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამგვარად შეფასდეს.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტაბილურობაზე განცხადებას, რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებთ და სასაცილოა, სტაბილური შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც ინტენსიურ თერაპიას გადის ან რეანიმაციაშია, პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელი. ფსიქო-თერაპია ვერ კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანულ დაზიანებას, სრულიად არარელევანტურია მინისტრის განცხადებები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სჭირდება ინტენსიური თერაპია, რათა დასტაბილურდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომში განისაზღვროს ინდივიდუალური რეაბილიტაცია”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
ცენტრ ემპათიას მიერ შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კომისია კატეგორიულად მოითხოვს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას საზღვარგარეთ, რადგან მდგომარეობა კრიტიკულია.