მთავარისიახლეები9 მაისს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პუტინს დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი - სტოლტენბერგი

9 მაისს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პუტინს დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი – სტოლტენბერგი

Published on

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 9 მაისს მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, დაუყონებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.

მან გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მისი თქმით, ალიანსი გააგრძელებს კიევის დახმარებას თავის დაცვაში.

“მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლების დაცვაში”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებდა 9 მაისის გამოსვლას დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და ნატოს გასაკრიტიკებლად: “მოველით, რომ პუტინი კვლავ ამა წლის 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს ნატოზე და მთლიანად დასავლეთზე”.

ცნობისთვის, პუტინი სიტყვით გამოდის 9 მაისის აღლუმზე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...