სახალხო დამცველის წარმომადგენელმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება წუხელ გვიან დატოვა.როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქეთევან ხვედელიანმა განაცხადა, მესამე პრეზიდენტი არსად გადაუყვანიათ და ის ისევ ციხის საკანში იმყოფება. მისივე თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და მასთან შეხვედრა საკანში შედგა.
იმყოფება დაწესებულებაში, შევხვდით, ვისაუბრეთ, ახლა დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი სახალხო დამცველის მხრიდან. სუსტად არის. როგორც მან თქვა არ ყოფილა არანაირი მცდელობა [გადაყვანის]. როგორც თავად მითხრა, თავს გრძნობს სუსტად, სამედიცინო დიაგნოზი არ გაუმხელია , დასკვნა არსებობს ექიმების. მე ვიყავი საკანში, ასე ისურვა, რომ ავსულიყავი” თქვა ომბუდსმენის წარმომადგენელმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი რუსთავის მე-12 ციხეში მას შემდეგ შევიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლო იყო კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.