სააგენტო ,,აიპრესი" აქვეყნებს კასრების საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის კობა თოდუას ექსკლუზიურ კომენტარს ციხიდან. ის პირველად ასახელებს ადამიანს, რომელიც მას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ათწლიან პატიმრობას პირდებოდა.
როგორც კობა თოდუა ,,აიპრესთან" აცხადებს, მასზე დაკავებამდე და დაკავების შემდეგ იყო მუქარა და ზეწოლა. რის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვხტანგ ხმალაძეს წერილით მიმართა.
– ბატონო კობა, ჩვენი ინფორმაციით, დაკავებამდე დაპირისპირება გქონდათ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მოადგილესთან, სერგო ჩაჩიბაიასთან. რა იყო დაპირისპირების მიზეზი?
– სერგო ჩაჩიბაია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ჩემი დაკვირვებით, მისი ძირითადი ამოცანა თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებზე კომპრომატების მოძიება იყო, რაშიც დახმარებას მთხოვდა. უარის მიღების შემდეგ დამემუქრა, რომ მეც ახალაიას გვერდით ჩამსვამდა.
– ჩვენი ინფორმციით, ბრალის წარდგენამდე გთხოვდნენ გემხილათ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რის სანაცვლოდ თქვენ გაგათავისუფლებდნენ. მოხდა თუ არა ასეთი ფაქტი და რომელ მაღალჩინოსანზე იყო საუბარი?
– ეს იყო დიმიტრი დარბაისელი, რომელიც მაშინ სუსის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ ითხოვდა კომპორმატებს. იყო მუქარაც. მისი მოადგილეებიც მემუქრებდნენ.
– იყო თუ არა დაპირისპირება თქვენსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას შორის?
– უშუალო დაპირისპირება ირაკლი ალასანიათან არ მქონია. იმ პერიოდში დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსი ვიყავი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში იყო ბაზირებული. მაშინდელმა ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ასეთი ბინძური ფორმით მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია. იმ პერიოდში ალასანია ბანდფორმირებებს ვისაც უწოდებდა, ის პირები თავდაცვის უწყებებში დღემდე ირიცხებიან. ირაკლი ალასანიამ კი ეს თემა პოლიტიკური პიარისთვის გამოიყენა.
– რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა მედია პორტალმა გაავრცელა ე. წ. „კასრების საქმეში“ პროკურატურის მიერ სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეო მასალა. თქვენი აზრით, ვის აწყობდა ამ კადრების გავრცელება?
– გავრცელებული კადრები პირველად ვნახე სასამართლოზე. რაც შეეხება მის გავრცელებას, ჩემი აზრით, ხელისუფლებას აწყობდა. რადგან მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. ასეთი შავი პიარით ცდილობენ მაქსიმალურად დაწიონ ნაციონალური მოძრაობს რეიტინგი.
– კადრების გავრცელების შემდეგ, ვინმე ხომ არ მოსულა თქვენთან?
– კადრების გავრცელების სემდეგ მე კონტაქტი არავისთან მქონია.
– როგორც ამბობენ, 2012 წელის 2 ოქტომბერს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ჟენევის ფორმატის შეხვედრაზე, ქართულ მხარეს თქვენი დაკავებას მოსთხოვა, რის შემდეგ თქვენ რამდენიმე თვეში დაგაკავეს. რამდენად სწორი ეს ინფორმაცია?
– წინ ხელისუფლების დროს, ჟენევის ოთხმხრივ მოლაპარაკებაზე რუსული და აფხაზური მხარე მუდმივად ითხოვდა ქართული მხარისგან ჩემს განეიტრალებას, რაც სისრულეში მოიყვანა ამ ხელისუფლებამ, აბსოლუტურად შეთითხნილი ანუ შეკერილი საქმით და 2013 წლის 19 ივნისს დამაკავა.
შეგახსნებეთ, რომ საქმეში არსებული დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, რომელიც 2013წლის 16 სექტემბრით არის დათარიღებული, კობა თოდუას ბრალად ედება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის, მეგის ქარდავას, შსს თანამშრომლების კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავასთან ერთად დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა.
"გამოძიების ამ ეტაპზე, დაუდგენელი სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო კანონიერი მართლმსაჯულების გვერდის ავლით, პირადი მოსაზრებებით დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების გზით დაშინება და სასურველი ჩვენების მიღება.
ჯგუფს ხელმძღვანელობდა უშუალოდ მეგის ქარდავა, რომელიც ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობს და წევრებს შორის ანაწილებდა როლებს“.
საქმეში არსებულ ჩვენებებში აღწერილია სასტიკი და შემზარავი მეთოდებით ბრალდებულები, ამჟამად კი მსჯავრდებულები როგორ ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებებს კონკრეტული პირებისგან კონსპირაციულ მიწურებში, სადაც ფიზიკური და სექსუალური ძალმომრეობა ხდებოდა, რომელსაც ბრალდებულები ვიდეოკამერებით თავადვე იღებდნენ.
მსჯავრდებული, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი კობა თოდუა გამოძიების მიერ მის მიმართ გამოთქმულ არცერთ ბრალდებას არ ეთანხმება. მან დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ ხელი არ მოაწერა.
ასევე საქმეში არსებობს საბუთი, რომლის მიხედვითაც კობა თოდუა 2011 წლის 28 მაისს (დ. ძ.-ს დაკავებისა და გაუპატიურების დროს) და 2011 წლის 2 აგვისტოს (ზ. ა.-ს დაკავებისა და გაუპატიურების დღეს) არ იმყოფებოდა ზუგდიდში. ის თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.
საქმე კი ასე დაიწყო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, ტყის მასივში, 2013 წლის 15 ივნისს, აღმოჩენილ 8 ცალ პოლიეთილენის კასრში აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ყუმბარმტყორცნი, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან ამოჭრილი დოკუმენტები, GOAXIL-ისა და SUBUTEX 8 აბები, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეო ფირი.
აქედან გამოძიებამ მხოლოდ 2 ცალი ვიდეო ფირი დაათვალიერა, სადაც 2 მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო აღბეჭდილი. გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით 10 პირი დააკავეს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები:გურამ ჭითანავა, გოჩა შონია, პაატა ქირია, გიორგი ბულია, რუსლან შამახია, კობა თოდუა, მარლენ ხვიტია, ირაკლი ახალაია და დავით ჩაგინავა.
ხოლო ორზემეგის ქარდავასა და კოხტა თოდუაზე ძებნაა გამოცხადებული.
ასევე დაკავებულია ერთი პირი თ.უ. რომელმაც სასამართლოზე 2 მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი აღიარა.
ე.წ. "კასრების საქმეზე'' 2014 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ კობა თოდუა დამნაშავედ ცნო სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.10 დაკავებული პირიდან სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ,,აიპრესი შეახსენებს მკითხველს, რომ კობა თოდუა 2013 წლის 19 ივნისს ე.წ ,,კასრების საქმეზე"დააკავეს. იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსი იყო.