მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 73-ე დღეს - მთავარი ამ დროისთვის

რა უნდა ვიცოდეთ რუსეთ-უკრაინის ომის 73-ე დღეს – მთავარი ამ დროისთვის

Published on

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 7 მაისის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა მხოლოდ ცოცხალი ძალის მხრივ, 25.000 სამხედრო პირზე მეტი შეადგინა.

გასულ დღე ღამეში უკრაინელებმა კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი, ვლადივოსტოკელი ვიცე-პოლკოვნიკი  36 წლის ფეზულ ბიჩიკაევი მოკლეს. 

ამასთან, კუნძულ ზმეინნისთან, რომელმაც რუსული სამხედრო ხომალდის ერთ ადგილას გაგზავნით გაითქვა სახელი, უკრაინელებმა რუსული ჩქაროსნული სადესანტო კატარღა “სერნა” ჩაძირეს და ვიდეოც გაავრცელეს.

 

ხარკოვის მიმართულებიდან ოკუპანტთა განდევნის პროცესი ისევ გაგრძელდა, მტერმა რამდენიმე კილომეტრით უკან დაიხია. უკრაინული მხარე აქ კონტრშეტევით მდგომარეობაშია.
სხვადასხვა მიმართულებებზე უკრაინამ მოიგერია მტრის 8 შეტევა. ერთერთ ფრონტზე შეტაკებისას განადგურებულია:
3 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, აქედან 4 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა,
7 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 სპეციალური საინჟინრო ავტომობილი.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დონბასის თავზე მინიმუმ, 14 უსა (უპილოტო საფრენი აპარატი) “Орлан-10” ჩამოაგდეს.
ერთერთ ლოკაციაზე, მტრის საბრძოლო მასალების საწყობის განადგურებისას საარტილერიო სისტემა, ჯავშანტექნიკა და პირადი შემადგენლობის 15 ჯარისკაცი მოკლეს.
სამწუხაროდ, ხარკოვთან კიდევ ერთი ჟურნალისტი – ოდესელი მაქსიმ მედინსკი მოკლეს, რომელიც 24 თებერვლიდან ირაღით ხელში იბრძოდა სამშობლოს დასაცავად.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...