მთავარისიახლეებიზუგდიდში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

Published on

ზუგდიდის სოფ ალერტკარში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა.

გავრცელებული იმფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილია 70 წლამდე მამაკაცი. ის ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურზე და ზურგის მიდამოში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

დაჭრილის შვილის თქმით, მამაკაცი რომელმაც დაჭრა განახორციელა, წარსულშიც იყო მეზობლებზე თავდასხმაში შემჩნეული და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მომხდართან დაკავშიდებით დაწყებულია გამოძიება.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია, თუმცა შსს-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...