მთავარისიახლეებიოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს - დაიღუპა 1 ადამიანი

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს – დაიღუპა 1 ადამიანი

Published on

ოკუპანტები ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებენ. გვიან ღამით ლოზოვას დასახლებაში მიტანილ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ლოზოვას საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დაღუპული ადგილობრივი მოხალისე იყო, რომელიც მათ მტრისგან დანგრეული შენობების გაწმენდაში და მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებაში ეხმარებოდა.

“ჩვენი ქალაქისთვის ტრაგიკული დღეა. ოკუპანტების იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპული ოკუპანტების მიერ განადგურებული შენობების გაწმენდასა და აღდგენაში გვეხმარებოდა. სამწუხაროდ, დღეს ჰუმანიტარული ტვირთი ვერ დავარიგეთ. შაბათს ისევ განახლდება ჩვენი მოქალაქეების დახმარება და მომარაგება. დიდება უკრაინას! ლოზოვა უკრაინაა!”, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...