მთავარისიახლეები"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა" - საფრანგეთის ელჩი

“ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა” – საფრანგეთის ელჩი

Published on

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, – ეს განცხადება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა გააკეთა.

მისი თქმით, საფრანგეთის საელჩო მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და მმართველ პარტიას მოუწოდებს, ყველა პატიმართან მიმართებაში ევროპული სტანდარტები დაიცვას.

კოლასმა ასევე ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის როლს და განაცხადა, რომ შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია.

“ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ღირსები დაცვა და ამ სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტებზე და სწორედ სტანდარტებია, როდესაც პატიმრის უფლებები დაცულია, როდესაც მას აქვს წვდომა თავის ადვოკატთან, როდესაც ჰყავს მკურნალი ექიმები, რომლებსაც ის ენდობა. სახალხო დამცველმა გააკეთა შეთავაზებები, ის ცდილობს იპოვოს გამოსავალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოსავალი მოიძებნოს”, – თქვა საფრანგეთის ელჩმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...