ვრცელდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩანაწერი, სადაც ის დსთ-ს ქვეყნების დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებს არაფორმალურ გარემოში ესაუბრება. Guildhall-ის ვებგვერდის ცნობით, ჩანაწერი მათ უკრაინულმა დაზვერვამ გადასცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრიდან ირკვევა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპაციას თავის გეოპოლიტიკურ მიზნად განიხილავს და იმაზეც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღიც გამოიყენოს.
“უკრაინა ცნობილი აჩემებაა. ჯერ კიდევ ბჟეზნიკი ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინის გარეშე დიდი არაფერია, უკრაინასთან ერთად კი დიადი “დერჟავაა”. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ასე გაგრძელდეს, რომ ომები და საომარი მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული მუდმივი გეოპოლიტიკური დათმობების ფასად.
მე ერთხელ მკითხეს, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, მე ვპასუხობ, რომ ჩვენ ოპერაციას ვატარებთ ჩვეულებრივი შეიარაღებით, ამ ეტაპზე, ჩვეულებრივი შეიარაღებით”, – ამბობს ჩანაწერის მიხედვით ლავროვი.