მთავარისიახლეები"პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ნიშნავს საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი...

“პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ნიშნავს საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი დგას” – პავილიონისი

Published on

“პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ნიშნავს საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი დგას” – ამის შესახებ “მთავარ არხთან” ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი საუბრობს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ რომ არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობები და ასევე იმის მცდელობები, რომ რუსეთს ვინმე დაეხმაროს. თავად ის ფაქტი, რომ საქართველო არ შეუერთდა ბევრ მნიშვნელოვან სანქციას, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცა არ არის ისე როგორც უნდა იყოს. ეს შესამჩნევი გახდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბელარუსში თვითმფრინავი გაიტაცეს და მინსკში იძულებით დასვეს. მაშინ ნაცვლად იმისა, რომ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს შეერთებოდნენ, თქვენმა მთავრობამ ბელარუსის უშიშროებასთან შეთანხმება გააღრმავა.

რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ფაქტებზე – პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და იმ პრეზიდენტის ციხეში ჩასმაზე, რომელმაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ლიდერად აქცია. ეს მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის ნიშნავს ამ საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი დგას” – ამბობს პავილიონისი.

სიახლეები

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ...