უკრაინის ქალაქ ხარკოვის ზოოპარკიდან რუსმა ოკუპანტებმაზოოპარკის თანამშრომლებსა და მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მოხალისე, 15 წლის ბიჭი დაიღუპა.
ზოოპარკის მფლობელი, ოლეკსანდრ ფელდმანის თქმით, ოკუპანტების მიერ სროლის შედეგად, მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ორმა ადამიანმა.
“ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. დაღუპული 15 წლის ბიჭი ცხოველების ევაკუაციასა და გამოკვებაში მშობლებს ეხმარებოდა. ეს გმირი ბიჭუნა ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება”- თქვა მან.