“ბილაინი იყიდება”- რუს ოლიგარქ ფრიდმანთან დაკავშირებულ, მობილური კავშირის კომპანიას საქართველოში ახალი მფლობელი ეყოლება. ცოტა ხნის წინ დასრულდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომელმაც “ბილაინის” გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო.
“ბილაინს” ხვიჩა მაქაცარია იყიდის, ბიზნესმენი, რომელიც “თბილისი” ენერჯის და “თელასის” მეწილეა.
უცნობია რამდენი მილიონად გაიყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ფირდმანთან დაკავშირებული კომპანია “ბილაინი” საქართველოში.
“საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.