მთავარისიახლეებიEPP: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ოცნებაა - მოვუწოდებთ, გადაიყვანონ კლინიკაში

EPP: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ოცნებაა – მოვუწოდებთ, გადაიყვანონ კლინიკაში

Published on

ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, და ქართულ ოცნებას მის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე. პარტია მთავრობას ახსენებს, რომ სააკაშვილისადმი მოპყრობა და მისი ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესება ლაკმუსის ქაღალდი იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და დემოკრატიული მისწრაფებების შეფასებისას.

ევროპის სახალხო პარტია ასევე გმობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი დეფამაციის მცდელობებს.

„საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს არა პოლიტიკური არჩევანი, არამედ ადამიანის ძირითადი უფლებაა.

ჩვენ ვგმობთ მმართველი პოლიტიკური ლიდერების დეფამაციურ თავდასხმებს ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, რომ გაიაზროს სიტუაციის სერიოზულობა და სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში შესაბამის საავადმყოფოში, ან საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მიზნებით, სადაც ის შეძლებს კვალიფიციური მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიღებას.

ყოფილი პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა, მისი დაინვალიდება ან სიკვდილი საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემის, ისევე როგორც მნიშვნელოვანი ევროპული მისწრაფებების კუთხით.“ – წერია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირში ყველაზე დიდი პარტიაა და მოიცავს 81 პარტიას, პარტნიორებს 43 ქვეყნიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის 8 ქვეყნის და ბლოკის მიღმა 3 ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის 9 წევრსა და ევროპარლამენტის უდიდეს ჯგუფს.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...