მთავარისიახლეებიექიმები სააკაშვილის გამო ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან აუდიენციისთვის მივიდნენ

ექიმები სააკაშვილის გამო ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან აუდიენციისთვის მივიდნენ

Published on

მედიკოსები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ. ისინი ჯანდაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

“დღეს ექიმები, თეთრხალათოსნები ვხვდებით საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ ის ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, და რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა, რათა მან იცოდეს, და იყოს საქმის კურსში, რომ შესაძლებელია, თუ არ მივიღებთ დროულ გადაწყვეტილებებს, მის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე. ჩვენი მოვალეობაა ექიმებისა, რომ ყველა ჩავაყენოთ საქმის კურსში, ჩვენ ვიცით დღევანდელი მდგომარეობაც მისი და რა მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე საათში, ესეც ჩვენთვის ცნობილია”, – ამბობს ექიმი ვილი პაჭკორია.

უცნობია, შეხვდება თუ არა მედიკოსებს თავად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...