მთავარისიახლეებიკულტურაგოეთეს კოშკი ხანძარმა შთანთქა

გოეთეს კოშკი ხანძარმა შთანთქა

Published on

მაინის ფრანკფურტში ხანძარმა გაანადგურა გოეთეს კოშკი , რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა .
გერმანული მედიის ცნობით, ხანძარი შუაღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები დროულად გამოცხადდნენ, თუმცა კონსტრუქციის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
 
 
 
 
 
ეს ხის კოშკი თავდაპირველად 22 მეტრიანი იყო და სამეთვალყურეო დანიშნულება ჰქონდა, მსგავსი კოშკები ჩვეულებრივი მვლენა იყო მეცხრამეტე საუკუნის გერმანიისთვის, მაგრამ ამ კოშკის ღირსშესანიშნაობა განსაზღვრა იმან, რომ იგი გოეთეს მშობლიურ ქალაქში, ზაქსენჰაუზენში იდგა და დიდი მოაზროვნისა და პოეტის ბავშვობის მომსწრე გახლდათ- იგი  ჯერ კიდევ 1867 წელს აშენდა.
 
 
დროთა განმავლობაში ხის მასალამ გამოფიტვა იწყო და მისი დაკონსერვება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ  1931 წელს მისი დემონტაჟი მოახდინეს და იმავე ადგილზე, ისეთივე კონსტრუქციის, მაგრამ ორჯერ უფრო მაღალი, 43 – მეტრიანი ხის  კოშკი ააშენეს. აღსანიშნავია, რომ ძველი კოშკის დემონტაჟი და რეკონსტრუირება გოეთეს გარდაცვალებიდან ასი წლისთავის  აღსანიშნავი პროგრამის ნაწილი იყო. 
 
გოეთეს კოშკი გერმანიაში ხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო და სიმაღლით  ძველი კოშკების ხუთეულში შედიოდა. მისმა განადგურებამ მთელი გერმანია დაამწუხრა.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...