მთავარისიახლეებიგვესმის ეს ბაქი-ბუქი, გაუთავებელი სიცრუე, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო... რას გაიმარჯვებენ?! - გოგა...

გვესმის ეს ბაქი-ბუქი, გაუთავებელი სიცრუე, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო… რას გაიმარჯვებენ?! – გოგა ხაინდრავა

Published on

რეჟისორი გოგა ხაინდარავა ამბობს, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში “საქართველოს მტრები” დგანან. როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნა, ამას “ადასტურებს” უკრაინის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის “არაკეთილსინდისიერი” განცხადებები, რომლებიც “ცდილობენ, საქართველო ომში ჩაითრიონ”.

“დღეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში დგანან საქართველოს მტრები, ამას ლაპარაკი არ უნდა. ცალკეულ ფიგურებზე აღარ არის საუბარი, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს საქართველოსადმი არაკეთილმეგობრულ, არაკეთილსინდისიერ განცხადებას, ასეთივე განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, მთავარი პიარშიკები, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჯგუფი ადამიანების, ვინც დღეს მართავს, მტრულად არის განწყობილი საქართველოსადმი. ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველო როგორმე ამ უბედურების კალოში ჩაითრიონ”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ახლა კბილები აღარ აქვს და ერთადერთი მათი დასაყრდენი საქართველოს მიმართ მტრულ განწყობაში მყოფი უკრაინის მთავრობაა”.

მისივე თქმით, “სიცრუა”, რომ რუსეთთან ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინიც. ეს ბაქი-ბუქი, გაუთავებელი სიცრუე კი გვესმის, შეჭამა “ფეიკმა” მსოფლიო. საერთოდ მგონია, რომ პრესა დაიკარგა. ცალკეული ადამიანები შეიძლება არიან და მაუწყებლობები, მაგრამ ძირითადად სიცრუეზეა აგებული. ხშირად ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ამ უმეცრებს, ქართველ გენერლებს ვუსმენ, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო. რომ გაიაზროთ, რა დღეშია ეს ქვეყანა დღეს უკვე… აგერ ნატოს გენერალური მდივანი იძახის, რომ შეიძლება ეს ომი წლები გაგრძელდესო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის დამარცხება მთელ მსოფლიოს ძნელად წარმოუდგენია. მაშ რა არის უკრაინის გამარჯვება? რომელზეც სულ ლაპარაკი მიდის, რომ გაიმარჯვებენ, რას გაიმარჯვებენ? რას ნიშნავს ეს გამარჯვება? დანგრეულია ქვეყანა, 8 მილიონამდე ლტოლვილი, 26 მილიონი შიდა გადაადგილებულია. ეს გამარჯვება შეიძლება იყოს ბოკერიასთვის, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, სააკაშვილისთვის, იმ ნაწილისთვის, ვინც 12 აგვისტოს აქაც გამარჯვება იზეიმა”, – თქვა გოგა ხაინდრავამ.

სიახლეები

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...

არ შეიძლება, დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის არსებობას – დუგინი

რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ღიად უჭერს მხარს მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადანაწილებას, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოების...

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...