მთავარისიახლეებივიცავთ არამხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, მოლდოვას, საქართველოს..." - "აზოვის" მეთაური

ვიცავთ არამხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, მოლდოვას, საქართველოს…” – “აზოვის” მეთაური

Published on

მარიუპოლის მცველი, “აზოვის პოლკის” მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი Reuters-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ იბრძოლებენ მანამ, სანამ საჭირო იქნება.

39 წლის ჯარისკაცმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს ეპოვათ გზა მშვიდობიანი მოსახლეობის და ალყაში ჩარჩენილი ასობით ჯარისკაცის გადასარჩენად.

“სანამ ჩვენ აქ ვართ და დაცვას ვამაგრებთ… ქალაქი მათი არ არის”, – თქვა პალამარიმ.

ის ყვება, რომ რუსეთის ტაქტიკა ახლა შუა საუკუნეების ალყას ჰგავს, მტერი კი საჰაერო იერიშებს აგრძელებს. ინტერვიუში მან არ დაასახელა რამდენი დღის სამყოფი საკვები, ასევე, საბრძოლო მასალა აქვთ დარჩენილი, მაგრამ თქვა, რომ ასობით მებრძოლი ისევ ჰყავთ.

“რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები არ არის უსასრულო და ისინი უფრო და უფრო იკლებს ინტენსიური ბრძოლების გამო ყოველ დღე. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ მანამ, სანამ მოგვიწევს”, – თქვა კაპიტანმა.

“აზოვსტალში” 500-ზე მეტი დაჭრილი ჰყავთ, მაგრამ არ აქვთ საშუალება დაეხმარონ, ოპერაციები ჩაატარონ, მთავრდება წამლებისა და სახვევების მარაგები. პალამარის არ დაუკონკრეტებია მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანას აფარებენ თავს.

“ჩვენ მათთან (მოქალაქეებთან) მიგვაქვს საკვები და ვამოწმებთ მათ ჯანმრთელობას, მაგრამ ჩვენ ვერ დავრჩებით მათთან გასაგები მიზეზების გამო: მტერს შეეძლო პროვოკაცია მოეწყო და ეთქვა, რომ… ჩვენ მშვიდობიანების უკან ვიმალებოდით”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ერთი ბუნკერი, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები იყვნენ, მოხვდა სამშაბათს ინტენსიური სარაკეტო სროლის ქვეშ, დაშავდა მოხუცი ქალი და კაცი. მარიუპოლის მცველმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის შესაძლო მესამე ქვეყნებად თურქეთი ან ისრაელი ახსენა.

პალამარის მთავარი გზავნილი მსოფლიოსთვის არის ის, რომ გამოფხიზლდეს რუსეთის საფრთხის წინაშე და შეწყვიტოს რბილი დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ.

“იმედი მაქვს, მსოფლიო ახლა მიხვდება თავის შეცდომას… ყველაფერს, რასაც ჩვენი ჯარისკაცები აკეთებენ აქ – არა მხოლოდ მარიუპოლში, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე – ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვიცავთ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთს, ლიეტვას, ლატვიას, ესტონეთს, მოლდოვას და საქართველოს”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის ორი თვეა ალყაშია მოქცეული. ქალაქი განადგურებულია.

სიახლეები

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს. არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ...

მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...

62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ის პროფესორების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და...

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ...