მთავარისიახლეებიკინოაკადემიამ ივანიშვილის ხეებზე გადაღებული ფილმის სეანსები გააუქმა

კინოაკადემიამ ივანიშვილის ხეებზე გადაღებული ფილმის სეანსები გააუქმა

Published on

საქართველოს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ცნობილი ფილმის, “მოთვინიერების” ჩვენებები გააუქმა. როგორც ჯაში წერს, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა ჩვენება გაუქმებულია.

ფილმი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას ეხება.

“მიზეზი, რომელიც მის დირექტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ “ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს”. მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ – კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა.

ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ “გაიჭყლიტონ” (ესეც ციტატაა)” – წერს სალომე ჯაში.

მისი თქმით, ეძებს დარბაზს, სადაც ფილმის ჩვენების გაგრძელებს შეძლებს.

დღევანდელი სეანსი 20:00-ზე კინოს სახლში შედგება. ამ სეანსის შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხი.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...