მთავარისიახლეებიმოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება,...

მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას – არესტოვიჩი

Published on

მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.

არესტოვიჩმა უპასუხა შეკითხვას ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ: „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. გასაგებია უკრაინაში ომი, მაგრამ უცებ რომ გაგიჩნდეს პრობლემები დნესტრისპირეთში, ოსეთში, ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ან კიდევ სადმე? მიგაჩნიათ, რომ ამისი ალბათობა არ იზრდება? მით უმეტეს, რუსეთის შესუსტების ფონზე, დასახული მიზნების ვერმიღწევის გათვალისწინებით, მოულოდნელად ერთდროულად ყველამ რომ თქვას, რატომაც არ დავკბინოთ?“.

არესტოვიჩს მიაჩნია, რომ მოლდოვა და საქართველო არ არიან ომისთვის მზად.

„ჩემი შეფასებით, ეს რომ დაწყებულიყო, დაიწყებოდა მოგვიანებით. არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

​ამასთან, შეკითხვაზე, „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება?“, არესტოვიჩმა განაცხადა – „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...