მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

Published on

ექიმები გეგმავენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს, 26 აპრილს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ახლა მთავარი მისი სიცოცხლის გადარჩენაა.

ექიმების იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტისგან მხარდაჭერას მიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სააკაშვილის მდგომარეობის გართულებაზე, სწორედ მას აკისრებენ.

“ჩვენი მესამე პრეზიდენტი, მხედართმთავარი, უკვე იფერფლება, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდად არის. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ მეხუთე პრეზიდენტმა გადაარჩინოს, მას აქვს ამის ყველა ბერკეტი. […] ჩვენ ვითხოვთ, რომ ის გადაყვანილ იქნეს სპეციფიკურ კლინიკაში, არა საქართველოში, უცხოეთის შესაბამის კლინიკაში. წუთი წუთზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, მერე იქნება გვიან, ერთი პრეზიდენტი ხომ მოვკალით პრინციპში, ახლა მეორეს ვკლავთ კიდევ?!” – ამბობს აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...