მთავარისიახლეებიბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი - მიხეილ...

ბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე პირადად ისაუბრა სასამართლო დარბაზში. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, კვირას ფეხებში კონტროლი დაკარგა, ბოლო დღეებში დაიკლო 12 კგ და ახლაც იმ კონდიციაშია, რაც შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში იყო. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესი “ბლეფი” იყო და იქიდან ის უარესი მდგომარეობით გამოწერეს:

“გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. რეფიდინგის პროგრამა, კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წინაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კგ ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა.

გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა. იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი, ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა ეს საპატიმრო საერთოდ არაა მორგებული სამკურნალოდ, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ, აქ ვინც მომყვა ექიმის, გამომიყვანა მდგომარეობიდან, ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, რომ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი.

მე რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა ყველამ იცოდეს, ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ, მე აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი არ მჭირს. ვიცი რაზეც მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში მეცადა, რომ საქართველო გადაგვერჩინა, როგორ გამომივიდა, ამას ხალხი განსაზღვრავს და ისტორია განსჯის” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქვს მუდმივი ზოგადი სისუსტე და იღებს იგივე წამლებს, რასაც ციხეში მოხვედრამდე იღებდა.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, “ემპათიას” ექიმებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი სასამართლო სხდომის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...