მთავარიUncategorizedზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ხეები გუბეებში დგას

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ხეები გუბეებში დგას

Published on

კატასტროფული მდგომარეობაა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და ე.წ. განახლებულ ბულვარში, რითაც ხელისუფლება თავს იწონებს!

იმის გამო, რომ წყალარინების სისტემა სრულად გამოსულია მწყობრიდან (პარკის განახლების დროს დაზიანდა და მერე არავის უზრუნია აღდგენაზე), ბოლო დღეების წვიმიანი ამინდების შემდეგ პარკში დადგა გუბეები და ამ გუბეებში აღმოჩნდა უნიკალური, ასწლოვანი ხეები, რომლებიც აღარ დგას, იმიტომ რომ წაიქცა – დიდი ხეები ასეთ გუბეებში თავს ვერ ინარჩუნებენ.

ჩვენი ინფორმაციით, მინიმუმ, ექვსი, სრულიად ჯანმრთელი და უნიკალური, ასწლოვანი ხეა წაქცეული, მერე დაჭრილი და ტოტებდასხეპილი, რაც ფოტოებზეც ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა არ უწვიმია და მეტიც, ცხელოდა კიდეც, აი, ასეთი გუბეებია პარკში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სულ ცოტა, სამ წელიწადში, ვერცერთი დიდი, ასწლოვანი ხე ვერ შეინარჩუნებს ფესვებს ნიადაგში და წაიქცევა…

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...