მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანა უკვე მთავრობის ადმინიტრაციაშია, ჯერი - ოლიგარქის სასახლეზეა, ამჯერად ნამდვილად მიიღებენ...

აზიური ფაროსანა უკვე მთავრობის ადმინიტრაციაშია, ჯერი – ოლიგარქის სასახლეზეა, ამჯერად ნამდვილად მიიღებენ ზომებს

Published on

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აზიური ფაროსანა გამოჩნდა. ეს ფაქტი  ჟურნალისტებმა გადაიღეს.
დიდი რაოდენობით აზიური ფაროსანა რამდენიმე დღის წინ ვაკის პარკში შენიშნეს,  ორდღიანი კვლევის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ დედაქალაქში გავრცელებული მწერი, ნამდვილად აზიური ფაროსანაა​, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ისეთივე საფრთხის წინაშე დგას, როგორც დასავლეთ საქართველო.სწორედ ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება ვაკის პარკის შეწამვლის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ბიოლოგიური პესტიციდის გამოყენებით. 
”პროცესი უკვე დაწყებულია და სრული სურათი რამდენიმე დღეში გვექნება”, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.
 
მისივე თქმით, ცხელ ხაზზე ზარები ძალიან გახშირდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში აზიური ფაროსანას არსებობა არ დასტურდება.
 
”მოსახლეობა ძალიან გააქტიურებულია და სატელეფონო ზარებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა. თბილისის მასშტაბით, ჯერჯერობით მხოლოდ ვაკის პარკშია დაფიქსირებული აზიური ფაროსანა”, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.
მისივე განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და აუცილებელია მისი განადგურება, ვინაიდან ”ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს”. 

სიახლეები

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...