მთავარისიახლეებიპოლიტიკა„უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ“ - რომის პაპმა ქადაგების დასასრულს ტრადიციული სააღდგომო...

„უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ“ – რომის პაპმა ქადაგების დასასრულს ტრადიციული სააღდგომო მისალმება – „ქრისტე აღსდგა!“ უკრაინულად წარმოთქვა

Published on

სააღდგომო ღამისთევისას რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომი კიდევ ერთხელ დაგმო და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
ჩვენ ყველა ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად. ჩვენ ვლოცულობთ, რადგან თქვენ ბევრი ტანჯვა გამოიარეთ. ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერის, ლოცვის შემოთავაზება შეგვიძლია და თქმა: „უშიშრად იყავით, ჩვენ თქვენთან ვართ“ – განაცხადა ფრანცისკემ.
პაპმა ქადაგების დასასრულს ტრადიციული სააღდგომო მისალმება „ქრისტე აღსდგა!“ უკრაინულად წარმოთქვა.
მსახურებას ესწრებოდა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი, ვინც რუსულმა ძალებმა მარტში გაიტაცეს და უკრაინამ ტყვეების გაცვლისას გამოიხსნა.

სიახლეები

სუს-ის ცნობით, რუსთავში, ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,...

სად მიდის ხალხის ფული? | TI-ს ცნობით, “ოცნების” მთავრობამ 2024 წელს მივლინებებზე ₾ 71 მლნ დახარჯა

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ...

საქართველოში მედიის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა-RSF-ის ანგარიში

ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) 2025 წლის მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მდგომარეობა...

5 მაისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო...