მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინა გაცილებით დიდია, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება, მე ბევრჯერ ჩავალ კიევში -...

უკრაინა გაცილებით დიდია, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება, მე ბევრჯერ ჩავალ კიევში – ხატია დეკანოიძე

Published on

ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები არ იქნებიან. დეკანოიძის შეფასებით, “მართებული არ არის” ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა.

“არავის მიწვევა არ მჭირდება უკრაინაში რომ ჩავიდე, ჩემთვის უკრაინა არ არის ის, რომელ დელეგაციაში ვიქნები, უკრაინა არის გაცილებით დიდი, ვიდრე რაიმე სახის დაპირისპირება. შალვა პაპუაშვილის სამწუხარო გადაწყვეტილება იყო, არ წასულიყო და სამძიმარი არ გამოეცხადებინა. მიხარია, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა.

კარგი იქნება, ვინც არ ყოფილა კიევში, ჩავიდეს. ყველას მოვუწოდებ, წყნარად მშვიდად და ღირსეულად მიიღოს ეს საკითხი. კარგია, რომ პაპუაშვილი მიდის. სამარცხვინო იყო ის წერილი, რომელიც სტეფანჩუკს გაუგზავნა. კარგია, ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რა თქმა უნდა, მე ჩავალ კიევში ბევრჯერ“, – განაცხადა დეკანოიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო შედიან.

რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული ოცნების განცხადებით, მათი შეთავაზება იყო, ოპოზიციის კვოტითაც სამი ადამიანი წასულიყო, რაზეც უარი მიიღეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ, ოპოზიციას შეთავაზეს, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.

“საპარლამენტო უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა,  არ გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაში თანაბრობის პრინციპი დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება. თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის” – ამბობს პაპუაშვილი.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...