მთავარისიახლეებისუს-მა გორის მერიის ერთ-ერთი ბუღალტერი დააკავა

სუს-მა გორის მერიის ერთ-ერთი ბუღალტერი დააკავა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

“ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს”, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.

სიახლეები

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის...