მთავარისიახლეებიჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა "გენოციდი" პირველად ახსენა

ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა “გენოციდი” პირველად ახსენა

Published on

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა “გენოციდი” პირველად ახსენა.

ბაიდენმა გაზის ტარიფებზე საუბრისას თქვა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, “ჩაიდენს თუ არა გენოციდს” დიქტატორი სხვა ქვეყანაში.

“თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის შევსება, არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა ის გენოციდს ნახევარი სამყაროს მოშორებით”,-თქვა ბაიდენმა.

აღსანიშანვია, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომზე საუბრისას, პირველად ახსენა გენოციდი. მანამდე, ბუჩას
ფოტოების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ რაც ბუჩაში მოხდა ეს გენოციდია?

ბაიდენმა თქვა: “არა, მე მჯერა, რომ ეს ომის დანაშაულია”, – თქვა მან.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...