მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ დგას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმაზე ყაჩაღური თავდასხმის უკან?

ვინ დგას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმაზე ყაჩაღური თავდასხმის უკან?

Published on

გუშინ  დილით, დეკანოზ ,,ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, მალხაზ მამალაძეს  საკუთარ სახლში უცნობი პირი  დაესხა თავს. 
 
"გამთენიისას, დაახლოებით 05:30 საათზე, უცნობმა პირმა კარზე დააკაკუნა, კარი გავაღე. მან მკითხა, გიორგი მამალაძის ძმა ხარო? შემდეგ ხელი მომკიდა ხელზე და თანხა მომთხოვა. მე მას ხელი ვკარი, სახლიდან გავიქეცი და 112-ში დავრეკე. უცნობ პირს კონკრეტული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია", – განაცხადა ჟურნალისტებთან დეკანოზის ძმამ მალხაზ მამალაძემ.
 
დეკანოზის მეორე ძმის, თორნიკე მამალაძის განმარტებით, ეს მათი ოჯახის დაშინების მორიგი მცდელობაა.
"ეს არის პირდაპირ ოჯახზე მიმართული, რადგან უნდათ, რომ ჩვენ გავჩერდეთ და შევეგუოთ იმ უსამართლო განაჩენს, რაც გამოიტანეს. ჩვენ არ გავჩერდებით, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და მამა გიორგის უდანაშაულობას დავამტკიცებთ", – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

 
შსს ცნობით,  დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის საქმეზე გამოძიება ძარცვის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...