მთავარისიახლეებიპოლიტიკაპუტინმა კატასტროფული მარცხი განიცხადა, უკრაინელები აუცილებლად დაიბრუნებენ კონტროლს ხერსონის, დონეცკისა და...

პუტინმა კატასტროფული მარცხი განიცხადა, უკრაინელები აუცილებლად დაიბრუნებენ კონტროლს ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე,ხარკოვზე, მარიუპოლზე და ყირიმის გზაზე

Published on

,,მინდა გვესმოდეს, რა ხდება დღეს უკრაინაში. კიევთან კატასტროფული მარცხის შემდეგ, პუტინმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაპყრობის განკარგულება გასცა. მაგრამ, როგორც ჩანს, სამხედროებმა აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ მას ახლა რაიმეს გაფორმება მაინც სჭირდება თავის გამარჯვებად.” – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
,,მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრულად აღების შესახებ, დაახლოებით იმის მსგავსია, 2008-ში თავიანთი კონტროლის ზონას ახალგორი და კოდორის ხეობა რომ დაამატეს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ოლქები შეუდარებლად დიდია ვიდრე ჩვენი ტერიტორიები. იმაში შედის მარიუპოლი და გზა ყირიმზე.
ჩემი აზრით, რუსებს ძალიან გაუჭირდებათ როგორც ოლქების მთელი ტერიტორიების დაკავება, ასევე ყირიმზე გზის შენარჩუნება. ისევე როგორც, უკრაინელები აუცილებლად დაიბრუნებენ კონტროლს ხერსონის ოლქზე.
ამ პირობებში რუსებმა რომც შეინარჩუნონ დროებითი კონტროლი მარიუპოლზე და ყირიმის წყლით მომარაგების წყალსაცავი ხერსონის ოლქის სამხრეთში, ეს კატასტროფული მარცხი იქნება.
ომის ამ ეტაპზე მტერს უარი აქვს ნათქვამი ოდესაზე, იმიტომ რომ ოდესამდე მიღწევას ჯერ ნიკოლაევის დაკავება სჭირდება და ესეც უკვე შეუძლებელია.
პრაქტიკულად, პუტინმა უარი თქვა ყველა დიდ ქალაქზე იმ პირობებში, რომ უკვე დაკარგა მოკლულებით თითქმის 20 ათასი და დაჭრილებით 40, რაც პირველადი შემტევი ძალის თითქმის მესამედია.ასევე, რუსეთმა დაკარგა ტექნიკის 40%, უკრაინას კი ტექნიკა სულ ემატება.” – წერს  მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

უილსონი-ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ...

საია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება...

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...