მთავარისიახლეებიპოლიტიკალიეტუვა მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანას მოითხოვს

ლიეტუვა მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანას მოითხოვს

Published on

 ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმმა გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება, რომელშიც წერია, რომ კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მოთხოვნას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებზე. 

კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანას სასწრაფო მკურნალობისთვის, რაც “ხელს შეუწყობდა დეპოლარიზაცას და საქართველოს საშინაო და საგარეო საქმეებში რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევის პრევენციას მოახდენდა”.

ლიეტუვა  აცხადებს, რომ  შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო  უარით  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებზე,თუმცა ლიეტუვა აფასებს ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ,  ამიტომ მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  საქართველოსა და უკრაინას საერთო ევროპული პერსპექტივა აქვთ და რომ ორივე წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეს, რომლის მთავარი მიზანია ამ ორი ქვეყნის თავის გავლენის სფეროში დაბრუნება;

კომიტეტი გმობს პოლიტიკური ნების ნაკლებობას, რამაც ხელი შეუშალა საერთაშორისო საზოგადოებას 2008 წელს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო გადაწყვეტილების მიღებას.  აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის  2008 წლის აგრესია საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ამჟამინდელი ომი უკრაინაში, სწორედ რომ წარსულში გადაწყვეტილების მიუღებლობის შედეგია. 

 

 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...