2017 წელს 67 ექიმისთვის სერტიფიკატის მოქმედების სხვადასხვა ვადით შეჩერება, ძირითადად დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, ქირურგიული და დიაგნოსტიკური მიმართულებით არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა. კონფიდენციალურია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემები იყო დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, არის პრობლემები ქირურგიული, დიაგნოსტიკის მიმართულებით და სხვა. 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სულ 141 განაცხადი შემოვიდა და 103 საკითხი უკვე განიხილა პროფესიული განვითარების საბჭომ. მათ შორის იყო პაციენტის გარდაცვალებით დასრულებული შემთხვევებიც და უკმაყოფილო პაციენტებიც. პროფესიული საბჭოს წინაშე დაისვა 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, მათგან ოთხს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, 157–ს კი დაეკისრა. აქედან, 90–ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 67–ს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის სამი სახე: წერილობითი გაფრთხილება, რომელიც გათვალისწინებულია შედარებით მსუბუქი დარღვევების დროს; სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატის შეჩერება 1–დან 6 თვემდე და მისი გაუქმება; სერტიფიკატის შეჩერება, რაც 2017 წელს 67 ექიმის მიმართ იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ კონკრეტული სპეციალობით გარკვეული ვადით არა აქვთ დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება”, – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.
2017 წელს 67 ექიმს სერთიფიკატი შეუჩერდა
სიახლეები
პოლიტიკა
რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...
საზოგადოება
პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს
ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...
სამართალი
წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს.
24...
მსოფლიო
„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის
ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი:
"თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან.
კამერის წინ...