მთავარისიახლეებიბალაკლიაში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - არის მსხვერპლი

ბალაკლიაში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

Published on

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლიაზე მორიგი იერიში მიიტანეს და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა, რეგიონული პროკურატურის ხელმძღვანელობით, მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს.

“გამოძიების თანახმად, 2022 წლის 6 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ბალაკლიაში საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი. სახლების ნაწილი განადგურდა”, – აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.

ცნობისთვის, ეს რუსი ოკუპანტების მხრიდან ბალაკლიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, 2 აპრილს, აგრესორებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის საავადმყოფოს, როდესაც იქ პაციენტები და პერსონალი იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად შენობა დაზიანდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, 3 აპრილს, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებითაც საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია ხორციელდებოდა. დაიღუპა ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...