მთავარისიახლეებიპოლიტიკახალხი აპროტესტებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არც სამართლებრივად და არც მორალურად არ...

ხალხი აპროტესტებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არც სამართლებრივად და არც მორალურად არ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით

Published on

“არა გენოციდს” –  ანაკლიაში,  ბათუმში ქუთაისსა და თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები  გაიმართა. აქციების მონაწილეებმა დაგმეს პუტინის აგრესია,  და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციების მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლებითა და ყვავილებით პატივი მიაგეს დაღუპულ ადამიანებს. მათი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი და ამაზე მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ.

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართა,  მოქალაქეები პარლამენტის წინ ხელებგაკოჭილები გაწვნენ, ამით მათ გაიმეორეს,  ბუჩადან გავრცელებულ ცნობილი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხელებგაკოჭილები არიან.

ოთხივე აქციის მონაწილეები აპროტესტებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არც სამართლებრივად და არც მორალურად არ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით.

სიახლეები

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...