მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი ცრუობს - დახოცილთა გვამები ბუჩაში გამოჩნდა დიდი ხნის წინ , ...

რუსეთი ცრუობს – დახოცილთა გვამები ბუჩაში გამოჩნდა დიდი ხნის წინ , როცა იგი ჯერ კიდევ რუსების კონტროლქვეშ იმყოფებოდა

Published on

სატელიტის საშუალებით გადაღებული ფოტომასალა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში დახოცეს 30 მარტის შემდეგ, როდესაც დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარმა დატოვა. ამის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა ნიუ-იორკ ტაიმსი, რომლის ცნობით, ვიდეო და სატელიტური ფოტომასალა შესაძლებლობას იძლევა აღინიშნოს, რომ დახოცილთა გვამები დასახლებულ პუნქტში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გამოჩნდა. ამ დროს ბუჩა რუსი სამხედრო მოსამსახურეების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრმა 2 აპრილს გადაიღო, მრავალი ცხედარი ჩანს იაბლუნსკის ქუჩაზე. ხოლო სატელიტურ სურათებზე, რომლებიც ნიუ-იორკ ტაიმსს კომპანია Maxar Technologies-მა მიაწოდა, სულ მცირე 11 ცხედარია 11 მარტის ქუჩაზე.

ზოგიერთი დახოცილის ცხედრები ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ორმოს გვერდით ჩანს, სხვები – მიტოვებული მანქანების შორიახლოს. ზოგიერთ მოკლულს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული თეთრი ნაჭრით. სიკვდილის მიზეზი უცნობია, წერს ნიუ-იორკ ტაიმსი.

სატელიტური ფოტოების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიტოვებული მანქანები და ცხედრები ბუჩაში 20-21 მარტის შუალედში გამოჩნდა.

მიუხედავად ფოტო და ვიდეომტკიცებულებისა, რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. ამის შესახებ განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. რუსმა დიპლომატმა „უკრაინელი რადიკალების აღმაშფოთებელი პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის არმიის მიერ კიევის გარეუბანში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...