ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 20-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის.
.„ჩვენ, აფხაზეთის მცხოვრებლებმა, 30 წლის წინ გადავიტანეთ ომი, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლისღვრა უკრაინაში. ორივე მხრიდან ადამიანების სიკვდილი მხოლოდ აღრმავებს არსებულ წინააღმდეგობებს, რომელთა გადაწყვეტაც მშვიდობიანი გზითაა აუცილებელი.”– წერენ მიმართვის ხელმომწერები.
ისინი კეთილგონიერებისა დ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ ყველას, ვისაც სისხლისღვრის და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შეჩერება შეუძლია.
პუბლიკაციას სოციალურ ქსელში ფართო დისკუსია მოჰყვა, ნაწილი მხარს უჭერს მას, ზოგი კი პროვოკაციად აფასებს.
11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და რუსული არმიის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა.
25 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უკრაინის ორი ე.წ რესპუბლიკის, “დონეცკისა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების”, “დამოუკიდებლობის” ცნობას მოაწერა ხელი.
10 მარტს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერმა აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.