მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალზე თავდამსხმელები დააკავეს

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალზე თავდამსხმელები დააკავეს

Published on

გუშინ, საღამოს საათებში თბილისში, სამგორის რაიონში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი  დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა  ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით   მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა” – აცხადებს შსს.შსს-ის ინფორმაციით ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და მძღოლი აიძულეს კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.

 დღეს ორივე თავდამსხმელი დააკავეს.   1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ.  დაკავების ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები – ავტომატი და პისტოლეტი, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი. 

შსს-ის ინფორმაციით  გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...