მთავარისიახლეებიტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოვიყენებთ - ზალკანიანი

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოვიყენებთ – ზალკანიანი

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ არ გამოიყენებენ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ თემაზე მან დანიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ არ დაუშვებენ იმის განმეორებას, რაც 2008 წელს მოხდა:

“მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები,რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს”, – თქვა ზალკალიანმა.

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...