მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ სურს არავის ჭამოს ,,ქართული ოცნების'' ნამცხვარი?

რატომ არ სურს არავის ჭამოს ,,ქართული ოცნების” ნამცხვარი?

Published on

ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კომისიის პრეზიდენტს, მდივანს, სამდივნოსა და ექსპერტებს თანამშრომლობისთვის.
 
„ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ გემრიელი ნამცხვარი გამოვაცხვეთ, მაგრამ არავის სურს მისი ჭამა. ოპოზიციური პარტიებისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც მარტივი პასუხი გვაქვს: ჩვენ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის ან პრეზიდენტისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის გამოვაცხვეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 
 
კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წუხილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის გამო მმართველი გუნდიც შეწუხებულია.
 
„რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა თუ კონსენსუსი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული იქნებოდა. ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ დემოკრატიის ძლიერი გარანტიებით, კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებების დაცვით, ძლიერი პარლამენტით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობით. კონსტიტუცია აუმჯობესებს დემოკრატიის სტანდარტებს და კანონის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების ძირითად შინაარსს.
 
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებისა და კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპების გაძლიერება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, დაამყაროს ავტორიტარული რეჟიმი. ჩვენ გვინდა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც აღკვეთს ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში და გვჯერა, რომ ახალი დოკუმენტი უზრუნველყოფს ძლიერ გარანტიებს ამისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
 
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...