მთავარისიახლეებისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში რუსეთმა 2 000 სამხედრო გაგზავნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში რუსეთმა 2 000 სამხედრო გაგზავნა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 000 სამხედრო გაგზავნა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში 1 200 სამხედროა გადაყვანილი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან – 800.

“რუსეთის შეიარაღებული ძალების შევსების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გადმოსროლილია ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზების დანაყოფები. სულ 2 000 ადამიანი. 1 აპრილიდან კი საოკუპაციო ძალები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში მორიგ სამობილიზაციო ტალღას დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებაში პრობლემები აქვს. მაგალითად, 47-ე სატანკო დივიზიის სამხედროებმა კონტრაქტის გაწყვეტა და სამხედრო სამსახურის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაგრძელება მოითხოვეს”, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.

სიახლეები

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საარჩევნო სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც დაადასტურეს, რომ...

“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე და ყველა პრივილეგიაზე

"კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის და უარს ამბობს ყველა პრივილეგიაზე - სპეციალური განცხადება კოალიციის...

“გამორთეთ ბიტკოინის აპარატები!” – მესტიის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას მიმართავს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულ...

საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, თუნდაც იმისთვის, რომ ისევ EU-ის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს – ბორელი

კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა...