მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლივობერეჟნის რიონში მდებარე სამშობიარო კლინიკიდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, 70-ზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს.
საკრებულო წერს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელების იძულებით გადაყვანას რუსეთის ტერიტორიაზე. ცნობილია 20 ათასზე მეტ მოქალაქეზე, რომლებიც მარიუპოლიდან რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
“იმით, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, ირღვევა ადამიანის ყველა შესაძლო საერთაშორისო უფლება. ეს შეიძლება შევადაროთ ფაშისტური ჯარების ქმედებებს მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგრამ ჩვენ არ დავტოვებთ მარიუპოლის არც ერთ მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ძალით გადაიყვანეს”, – ამბობს ქალაქის მერი.
მანამდე რუსებმა თანამშრომლები და პაციენტები ქალაქის No1 საავადმყოფოდან გაიყვანეს.