რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა

0
230

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა, 222 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75 მთლიანად განადგურდა.

უწყების ცნობით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რაიონებში და ქალაქ კიევში.

წინა სტატიარუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა მარიუპოლის ერთ-ერთი კლინიკიდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური