რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის

0
259

 Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამშაბათს მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის.

“პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების მოხსნის მიზეზი”, – განუცხადა ჯონსონის სპიკერმა ჟურნალისტებს კაბინეტის სხდომის შესახებ.

პრემიერმინისტრის სპიკერმა, ასევე თქვა, რომ ბრიტანეთს სურს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალები “სრულად გაიყვანონ” და რუსეთს “მისი ქმედებებით განსჯის და არა სიტყვებით”.

მისივე განცხადებით, პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების, ასევე სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის კურსის სრული ცვლილება.

 

წინა სტატიაბაიდენი რუსეთზე: ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ
შემდეგი სტატიარუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური