ბაიდენი რუსეთზე: ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ

0
308

დღეს, 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.  

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა რომ რუსეთი “კარდინალურად შეამცირებს” საომარ მოქმედებებს კიევსა და ჩერნიგოვში. 

,,შევხედავთ”, – ასე პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის განცხადებას, რომ კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს საგრძნობლად შეამცირებდა.

“ვერაფერი ამოვიკითხე ამაში იქამდე სანამ არ დავინახავ, რა არის მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც სთავაზობენ”, – თქვა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსეთის განცხადების შესახებ კითხვა დაუსვეს.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან საუბრის დროს მიაღწიეს კონსენსუსს იმაში, რომ “უბრალოდ შევხედოთ, რისი შემოთავაზება შეუძლიათ, გავიგებთ, რას აკეთებენ”.

 

 

წინა სტატიასტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. ეს არის რუსეთის ისტორიული მარცხი და დაშლის დასაწყისი” -მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიარუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური