მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა

რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა

Published on

 რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა მან ტყვია თავი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიხალა მას შემდეგ, რაც დასაწყობებული სამხედრო ტექნიკა გაძარცვული აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო NEXTA უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურის ვინაობა არ კონკრეტდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს  ცნობით, რუსეთი ცდილობს შექმნას ადგილები დროებით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესანახად, თუმცა მათ დასაწყობებული ტექნიკა ხშირად გაძარცვული ხვდებათ. ასე მოხდა ამჯერადაც – რუსეთის საბრძოლო მანქანებიდან სრულად მოიპარეს ძვირფასი ლითონების შემცველი აღჭურვილობა. კერძოდ, რუსეთის მე-4 დივიზიამ აღმოაჩინა, რომ  10 ტანკიდან მხოლოდ 1 იყო მწყობრში. ზოგიერთი მათგანის დაზიანება კი ძარცვითაც არ არის გამოწვეული.

 

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...