მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით გობეჯიშვილი - უკრაინაში დაღუპული მეოთხე ქართველი გმირი

დავით გობეჯიშვილი – უკრაინაში დაღუპული მეოთხე ქართველი გმირი

Published on

  უკრაინაში   თავისუფლებისთვის მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი მეომარი  დავით გობეჯიშვილი დაიღუპა.   წუხელ იგი ირპენის მასობრივ დაბომბვას ემსხვერპლა.   მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. – ამის შესახებ უკრაინაში მყოფი მებრძოლი ზაალ ლატარია წერს;

ოჯახს უკე შეატყობინეს ეს საზარელი ამბავი, მაგრამ  ჯერჯერობით არ იცის კონკრეტულად რა ვითარებაში დაიღუპა  ქართველი მებრძოლი.

დაღუპულის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა უკრაინაში:

“მე არ გავჩერდები, იქით უნდა წავიდეო. აფხაზეთიდან იყო, 16 წლის იყო, იქ რომ ომი დაიწყო და იბრძოდა იქიდან მოყოლებული, პარტიზანი იყო, აგვისტოს ომშიც იბრძოდა.

ვეხვეწე ბევრი არ წასულიყო, 4 თითი ჰქონდა დაკარგული…არაო ასე ამბობდა, ჩემ შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინცდამაინც? რომ ვიცი რაც არიანო” ამბობს  მეუღლე.
მისი თქმით, დავით გობეჯიშვილს ოჯახი გუშინ ესაუბრა და უთხრათ, რომ ირპინში იყო – “ბიჭს სწერდა მიყვარხართ მა, არ ინევრიულოთ, არ შეგარცხვენთო”- ამბობს დავითის მეუღლე.

დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ, მოხალისედ წავიდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბატალიონში ჩაეწერა. 

იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე.

სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.

“რა ვთქვა არ ვიცი. დათო ძმაო შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ“,- წერს ზაალ ლატარია.

 

 

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...