მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს და თქვენს გვერდით ვარ! '' - ქუთაისის საქალაქო...

,,ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს და თქვენს გვერდით ვარ! ” – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს

Published on

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, თადარიგის მაიორის ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულს იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან, ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

პროცესის პარლელურად სასამართლოს ეზოში დაკავებული პოლიციელის ოჯახისა და მეგობრების აქცია მიმდინარეობს. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, დაკავებაში მონაწილე პოლიციელები გამოიკითხებიან. 

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო.  ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს.

ის, თუ რისგამო ისჯება სყმამდვილეშუ ლექსო რაფავა, ასახულია მის მიერ ციხიდან გამოგზავნილ  წერილში მიხეილ სააკაშვილისადმი .

“თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილს.

ბატონო პრეზიდენტო!

როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა მინდა მოგმართოთ და მადლობა გითხრათ იმ ჯვარცმისა და გოლგოთის გზის გავლის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოგიწყოთ და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იმ დროს, როცა პირველად წარდექით ქართული მართლმსაჯულების წინაშე და მთელი მსოფლიო გისმენდათ, ახსენეთ ჩემი სახელი, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა.

მიუხედავად იმ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განზრახ უკანონო დაკავებისა და დაპატიმრებისა, ამაყი ვარ დღეს.

ბატონო პრეზიდენტო! მხოლოდ იმის გამო, რომ ვემსახურებოდი თქვენს მიერ შექმნილ ძლიერ და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს კეთილსინდისიერად და კანონიერად ვიცავდი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავრჩი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ანუ თქვენი ერთგული და მხრდამჭერი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქართული სახელმწიფო საფრთხეშია, ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას განმტკიცების ნაცვლად დასუსტება და დაკარგვა ემუქრება. ერთადერთი ვინც გადაარჩენს და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის დამოუკიდებლობას, თქვენ ბრძანდებით.

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მომავლისთვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ბრძოლაში საქართველოს და თქვენს გვერდით ვართ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენ და სრულიად საქართველოს.

პატივისცემით, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა” – ნათქვამია წერილში.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...